საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტარ ვანო ხუხუნაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
"ეს დიდი დანაკარგია ჩვენთვის - საქართველოსთვის. როდესაც ადამიანი ჩუმად აკეთებს საქმეს, ხშირად მას ვერ ამჩნევენ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მისი გაკეთებული საქმეები ძალიან ბევრი და შესამჩნევია. პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭოს ბატონ ხუხუნეიშვილს პოლონეთის ერთ-ერთი იმაღლესი ჯილდო - პომანდორსკის ჯვრის ორდენი სიკვდილის შემდეგ იმ დიდი ღვაწლისთვის, რომელიც მას მიუძღვის როგორც საქართველოს მგრძნებარე პატრიოტს და ასევე იმ წვლილისთვის, რომელიც შეიტანა საქართველო-პოლონეთის მეგობრობაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური