მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

2/4/2010

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. გამოჩენილ მეცნიერს ჯილდო იმ დამსახურებისათვის გადაეცა, რომელიც მან მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გააკეთა. "ჯონი ბუკიკიოს სახელი იურიდიული და სამართლებრივი რეფორმების განვითარებას უკავშირდება. მიხარია, რომ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის სტატუსით ესტუმრეთ საქართველოს." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური