საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ხის გადამამუშავებელი მინი ქარხანა გახსნა. კერძო მეწარმის მიერ დაარსებული საწარმო ლამინირებულ ხის პარკეტსა და მეტალოპლასტმასის ევროპული სტანდარტების პროდუქციას უშვებს.
"მე ვთქვი, რომ შევუჩნდები ქუთაისს და ვიდრე მას ხელახლა არ ვაქცევ ინდუსტრიის და ასი პროცენტით დასაქმებულ ქალაქად, ვერ დავისვენებ. ადრე ეს სურვილი პიარის ნაწილი და ხუმრობა ეგონათ, ბოლო დღეების განმავლობაში კი, ქუთაისში მეოთხე ქარხანას ვხსნი. იმედი მაქვს, რომ არცერთი დღე და მომავალში არცერთ კვირა არ ჩაივლის ახალი ინდუსტრიული ობიექტის გახსნის გარეშე. ქუთაისის ინდუსტრიალიზაციის გეემა სამწლიანია. ამ ქალაქში ყველა იმ ადამიანს, ვისაც მუშაობის სურვილი ექნება, აუცილებლად დასაქმდება. "- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური