მიხეილ სააკაშვილი ვანკუვერში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

2/15/2010

ვანკუვერში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტი კანადაში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე ესაუბრა და რამდენიმე ინიციატივითაც გამოვიდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა სამშობლოსთან კავშირი არ გაწყვიტონ.

პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, საზღვარგარეთ დაინერგოს სპეციალური დისტანციური სწავლების მეთოდი ქართული დიასპორებისთვის, რათა ბავშვებს მშობლიური ენა და კულტურა არ დაავიწყდეთ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროგრამა "პატრიოტის" ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვები პატრიოტულ ბანაკებში დაისვენებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური