საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლონდონში ვიზიტის შესახებ "დეილი ტელეგრაფმა" სტატია გამოაქვეყნა. ექსპერტთა კლუბში პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვაზე დაყრდნობით, ჟურნალისტი დენიელ ჰანანი წერს, რომ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობამ კრიზისს უფრო მეტი კრედიტის აღებითა და გადასახადების შემოღებით უპასუხა, თუმცა, ამ გზას არ მიმართა საქართველომ.
"საქართველოში ლიბერალური კანონი მიიღეს, რომელიც მათი მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტს სამი პროცენტით ზღუდავს, სახელმწიფო ვალს კი, 60 პროცენტით ამცირებს. ეკონომიკური აქტივობა კანონით 30 პროცენტით განისაზღვრა. შესაბამისად, შემცირდა სამთავრობო ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობა. სახელმწიფოსაგან მოქალაქეებს გადაეცათ საჯარო მომსახურების კონტროლი, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს ჩათვლით. საქართველო განვითარებას კრიზისის პირობებშიც განაგრძობს" - ნათქვამია სტატიაში.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური