”საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N59 განკარგულებით გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატების სია

3/5/2010

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 იანვრის N59 განკარგულებით გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატების სია:

1. მარიამ შავგულიძე - "უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორი;

2. გიორგი მელაძე - "თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი;

3. ნინო გოგიბერიძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი იურიდიული პროგრამების შემუშავების საკითხებში;

4. მალხაზ ნარინდოშვილი - "საქართველოს გაეროს ასოციაცია" - ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის კოორდინატორი;

5. ლია სანიკიძე - დროებით უმუშევარი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური