მოგესალმებით!
გადავწყივტე შევხვედროდი ჩვენი ბიზნესის გამოჩენილ და წარმატებულ წარმომადგენლებს.
მინდა მივმართო ყველას, ვინც საქართველოში მცირე ბიზნესითა და ინდივიდუალური საწმოებით არის დაკავებული.
თქვენს წარმატებაზე დამოკიდებულია ჩვენი მომხმარებლის, საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წარმატება.
ჩვენ ქვეყნის შემოსავლებს ნავთობსა და გაზზე კი არ ვაფუძნებთ, არამედ თქვენს წარმატებაზე და თქვენი წარმატების შედეგად შემოსულ გადასახადებზე.
საქართველომ უმძიმესი დარტყმა გადაიტანა, მაგრამ მთავარია, რომ ეკონომიკური კატასტროფა თავიდან აიცილა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ჩვენს წინეშე ორი დიდი და მთავარი რისკ-ფაქტორი არსებობს, რომელმაც ძალიან დაგვაზარალა.
ეს არის რუსული აგრესია და მსოფლიო ბაზარზე შექმნილი პრობლემები.
მათ მართალც წარმოუდგენლი რამ მოუვიდათ.
ჩამოიშალა ქვეყანა, რომელსაც მესამე დღეა დაკეტილი აქვს თავისი საფონდო ბირჟა, მაგრამ აცხადებს, რომ არაფერი არ ხდება. მათ ორმაგად ცუდათ აქვს საქმე.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ყაზბეგის, ჯავახიშვილის და ბევრი სხვა ქართველი მწერლის წიგნები, ვინც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული რუს ოფიცრებსა და გენერლებს აღწერდა, გენერალი მოროზოვი არ განსხვავდება ყაზბეგის მიერ აღწერილი არცერთი გენერლისაგან.
მოროზოვი ზუსტად ისეთივე თავზეხელაღებული და უსინდისოა, ზუსტად ისეთივე ლექსიკონით გამოხატავს თავის მოკრძალებულ შეზღუდულ აზრებს, ზუსტად ისეთივე კორუმპირებულია და ზუსტად იმდენს სვავს, რამდენსაც ის და მისი ჯარიკაცები. ზუსტად ისე, როგორც ეს მე-19 მე - 20 საუკუნეში ხდებოდა.
განსხვავება არის ის, რომ მე-19 საუკუნეში არ არსებობდა საფონდო ბირჟა და ნავთობის ფასი არ განაპირობებდა ეკონომიკის დონეს.
დღეს ჩვენ სხავა სიტუაციაში ვართ.
ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან დავზარალდით, ისინი კატასტროფის პირას იმყოფებიან, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველო ყველა დონეზე მართლაც ყურადღების ცენტრში მოექცა.
დღეს დილიდან მსოფლიო ტელეარხებზე გადის ოსური დიალოგები ვრცლად. მე ვისურვედი, რომ სი-ენ-ენ-ზე კოსტა ხეთაგუროვის ლექსები წაეკითხა ვინმეს ოსურ ენაზე. ეთერში გადის ოსი კონტრაბანდისტისა და ოსურ ენაზე მოლაპარაკე ბანდიტის დაილოგი.
ასე გაიცნო მსოფლომ ოსური ენა და ოსური ლექკისა. ეს სამწუხაროა.
ეს მიუთითებს იმას, რამდენადაა საქართველო ყურადღების ცენტრში.
მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმ ერთსულოვანი მხარდაჭერისათვის, რომელიც თქვენ თქვენს საზოგადოებასა და თქვენს ქვეყანას აგვისტოს მძიმე დღეებში აღმოუჩინეთ.
მე არასოდეს დამავიწყდება, რომ ბომბების ქვეშ ტვირთები დადიოდა, მოძრაობდა ფული, არ დამავიწდება ის, რომ აბსოლუტურად არავინ, ვინც ამ დარბაზში ზის, არსად არ გაქცეულა. ნერვიულობით ყველამ ინერვიულა, მაგრამ მომხვდურისათვის შიში არავის არ დაუნახვებია. როგორი სამსახურიც თქვენ გაუწიეთ ქვეყანას, ქვეყანაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ გვერდით დაგიდგეთ.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ საერთაშორისო თანამეგრობრობასთან.
ორი დღის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სავალუტო რეზერვებისათვის 750 მილიონი დოლარი გამოყო. ეს მნიშვნელოვანია, რათა ეროვნულ ვალუტას პრობლემები არ შეექმნას და ირიბად შეუწყოს ხელი საბანკო სექტორის მიერ ფუნქციონირების აღდგენას.
ჩვენ გვაქვს რამდენიმეთვიანი რთული პერიოდი. საბანკო სექტროში უნდა განახლდეს სრულფასოვანი ფუნქციონირება.
ჩვენ საბანკო სექტორში, ჯერ კიდევ ხელოვნურ გადასხმაზე ვართ მიერთებული, არადა ბანკები ეკონომიკის მთავარი სისხლია. ყველანაირი უცხოური დახმარებას, (ეს არი 3 მილიარდ დოლარზე მეტი) უახლოესი ერთი წლის განმვალობაში მივიღებთ.
ყველანაირი ეკონომიკური დახმარება დაახლოებით ასე გამოიყურება - როგორც ავადმყოფს დროებით ხელოვნური გული გადაუნერგო, მაგრამ ნამდვილი გული არის ნამდვილი ეკონომიკა. ჯერ ხელოვნური გული მოქმედებს, ხოლო შემდეგ გულმა თავად უნდა დაიწყოს მუშაობა. ორგანიზმი გრძელვადიანად უნდა იყოს ჯანსაღი და განვითარდეს.
ამ ყველაფერმა კი, ხელი უნდა შეუწყოს სტაბილიზაციას.
ჩვენ დროებით საფინანსო დეფიციტს ვფარავთ.
ჩვენ არა მხოლოდ გარღვევა არ გვექნება სახელმწფიო ბიუჯეტში, არამედ ბიუჯეტს გავზრდით კიდეც.
ბიუჯეტს ვზრდით იმის გამო, რომ უსახლკაროებს დავეხმაროთ, მინიმალურად გადავფაროთ ზარალი, რომელიც თავდაცვისუნარიანობას მიადგა.
საუბარი არ მაქვს იაღაღის ყიდვაზე, ვინაიდან იარაღი საკმარისზე მეტი გვაქვს, საჭიროა ინფრიატურტურის განვითარება.
ამას გარდა, ჩვენ დავიწყეთ ბანკებისათვის საკრედიტო ხაზების გახსნაზე მუშაობა. „EBRD”-თან და აზიურ ბანკთან, ეს არის მნივშნელოვანი გარანტია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში მთელი მოცულობით აღადგენენ თავიანთ ოპერირების გაგრძელებას იმისათვის, რომ ჩვენ განვაახლოთ პროგრამები.
ბანკების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვან მოკლევადიან კრედიტებზე გაკოტრება და პროცენტების გამო რომელიმე ბიზნენის ჩამოშლა.
ეხლა ყველანი უნდა ვიყოთ პროაქტიულები. იმისათვის რომ დავასტაბილუროთ ბიუჯეტი პირველი 250 მილიონი დოლარი ოქტომბერში შემოვა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ჩვენ დასასტაბილურებლად გამოვიყენეთ ევრო ფონდი, ჩვენი ევრო ფონდი დაეცა 88 დოლარზე, შემდეგ დღეებში კი, გაიზარდა და 91 დოლარს გადააჭარბა.
ბიუჯეტის შესრულება გრძელდება ჩვეულ რიტმში. ძალიან მნიშვნელოვანი დღეები იყო ჩვენთვის 15-16 სექტემბერი, ეს არის ის დღეები, როცა ხდება წინა თვის დამატებითი ღირებულების გადასახადის ამოღება. პრინციპში მაჩვენებელი გვქონდა მოულოდნელად კარგი.
ეს თქვენი დამსახურებაა და ამისათვის მინდა მადლობა გითხრათ. იმისათვით, რომ ბიზნესმენებმა არ დაკარგონ ოპტიმიზმი, ჩვენ ბევრი სახელმწიფო შეკვეთა გვაქვს - აღდენითი სამუშაოები, ინფრასტრუქტურა, დაზარალებულების სახლების გარემონტება, ახალი სახლების აშენება, ყველა სახელმწიფო შეკვეთაზე ჩვენ ვთქვით, რომ წინსწრებად გადავიხდით ფულს, იმიტომ რომ სახელმწიფო შეკვეთაზე მომუშავე საწარმოებს არ ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო მათ არ მოატყუებს.
170 მილიონი ლარია გათვალისწინებული იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ზარალის ლიკვიდაცია.
როცა მე ვამბობ, რომ ეს ხელოვნური სტიმულირებაა, ეს ასეა.
მთავარი ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს ბაზრებზე გასვლამ და ამ ბაზრების ათვისებამ.
ჩვენ უახლოეს პირიოდში მივიღებთ ღრმა თავისუფლ ვაჭრობას ევროკავშირიდან. ამერიკის ბაზარზე პრეფერენციალურ შესვლას მოვახერხებთ, რაც ევროპულ სავაჭრო ვაჭრობაზე მეტია ჩვენთვის. ამერიკის კონგრესი არავისთან აღარ აწერს ხელს თავისუფალ ვაჭირობაზე. ეს გამოიწვევს ნამდვილ საინვესტიციო ბუმს საქართველოში.
ჩვენ პრაქტიკულად შევდივართ მსოფლიო დიდ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციონ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებმა.
ჩვენ უფრო მეტი უნდა გვემუშავა იმისათვის, რომ ევროკავშირში პრეფენციები კარგად აგვეთვისებინა.
ამ მიმართულებით ჩვენ ჩავარდნა არ უნდა გვქონდეს.
თავისუფალი ვაჭრობა მოგვიტანს ბევრ ინვესტიციას და ახალ სამუშაო ადგილებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ბიზნესმა არა თუ შეაჩერა ინვესტირება საქართველოში, არამედ ზოგიერთმა გაზარდა ინვესტიცია.
მაგალითად კომპანია „კემპინსკი“ საქართველოში უნდა ყოფილიყო 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ხდება 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო. ფული იდება ახალ ენერგო ობიექტებში, ინფრასტრუქტურაში. იმ მილიარდებს, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ, მათი ძირითადი დანიშნულება იქნება ინფრასტრუქტურაში - აშენდება გზები, ახალი ენერგოხაზები, გაზსაცავი და ყველაფერი, რაც ქვეყნის გრძელვადიანი საფუძვლების შექმნას ეხება. ახლა როდესაც საბანკო სესხებთან ხელმიწვდომა შეზღუდულია, ბიზნესს კიდევ უფრო კარგი სამეწარმეო გარემო უნდა შევთავაზოთ. მთავრობას დავავალე ამ საკითხებზე მუშაობა.
ბიზნესის განვითარების ახალი ტალღა გვჭირდება. საჭიროა ახალი ცვლილებები. ახლა შევიტანეთ ახალი ცვლილებები საგადასახადო სექტორში, ასევე შევძელით ის, რომ საბაჟო გადახდა წარმოებდეს მას შემდეგ, რაც ტვირთი გაივლის საბაჟოს და ხელოვნურად არ ხდებოდეს საბაჟოზე ხელის შეშელა და ბიზნესისათვის ხელოვნურად პრობლემების შექმნა.
არაფერი ისე არ გამჭირვებია, როგორც საბაჟოს პრობლემების გადაწყვეტა, თუმცა ვიცი, რომ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არ არის.
ამ მიმართულებით ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება.
მე მადლობელი ვარ მათი, ვინც ამ დღეებში ახალი საწარმოები გახსნა საქართველოში და ხალხი დაასაქმა.
ახლა, როგორც არასდროს უნდა შევინარჩუნოთ მომავლის სწორი ხედვა. მთავარი ფაქტორი არის სუფთა ფსიქოლოგიური.
საქართველოს ეკონომიკის სისწრაფე იქნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა.
ჩვენ მინუსებში არ წავალთ, მომავალი წლიდან საქართველოს ეკნომიკამ სწრაფად ზრდა უნდა გააგრძელოს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ კონსოლიდირებული, უნდა გვქონდეს რწმენა, რომ პერსპექტივა და მომალი ჩვენთვის მართლაც არსებოს.
ჩვენი შემდგომი მუშაობა თქვენთან იქნება პარტნიორობის, მეგობრობის ურთიერთანადგომის ხელშეწყობის რეჟიმით.
ჩვენ ჩავაბარეთ სახელმწიფო გამოცდის ტოლფასის გამოცდა.
წინ პატარ-პატარ ჩათვლები გვაქვს, რომელიც კარგად უნდა ჩავაბაროთ. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, თუ ხელდაკაპიწებული ერთმანეთს დავუდგებით გვერდით, ვიმუშავებთ, ამის პერსპექტივა ნამდვილად არის და ამას უნდა მხარდაჭერა.
ჩვენი ეკონომიკა იყო ჩამოშლის პირას. ვინც ეს დაგვიპირა, ის თავად იშლება.
ჩვენ გადავრჩით, ესე იგი გავძლიერდებით, ამაში დარწმუნებული ვარ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური