"მოგესალმებით ყველას - ფოთელებს, პარლამენტის წევრებს, "მილენიუმ საქართველოს" ქართველ დირექტორებს!
ეს არის ის ფონდი, რომელიც ჩვენ "ვარდების რევოლუციის"შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციასთან ერთად შევქმენით.
მახსოვს, 2004 წლის თებერვალში ჩემი პირველი შეხვედრა ჯორჯ ბუშთან.
მაშინ ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი სხვადასხვა პროექტებისთვის 400 მილიონ დოლარს მოგვცემდნენ.
ამ პროგრამით ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში - შემოვიყვანეთ პირველი თევზსაჭერი გემები, ადრე თევზი და ფული უცხოეთში გადიოდა.
ქართველები მუშაობდნენ თურქების გემზე, თურქები კი, იღებდნენ ძირითად შემოსავალს.
ეხლა გემებიც ჩვენი გვყავს და პროდუქციაც უნდა გავიტანოთ ჩვენი.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში.
დღეს ჩემს დედულეთში გავხსენი დაფნის გადამამუშავებელი კომბინატი. საბჭოთა კავშირის დროს ნოსირში იყო დაფნის მეურნეობა. შემდეგ ეს ყველაფერი გაჩანაგდა. მოსახლეობამ დაფნის ამოძირკვა დაიწყო.
ჩვენ მოვახერხეთ ახალი ქარხნის აშენება.
დღეს სენაკს გადავუფრინეთ და ჩანს, რომ მთელ გზაზე უზარმაზარი ქარხნებია.
უზარმაზარი მექანიკური ქარხანა იყო ფოთშიც. იმის მაგივრად, რომ ეს ქარხნები შეგვენარჩუნებინა, მთავრობამ საქართველოს მთელი საწარმოო პოტენციალი გააჩანაგა და მიწასთან გაასწორა.
როდესაც გამოდის ჩემი წინაბორბედი და ჩვენ გვარიგებს ჭკუას, მინდა ყველამ კარგად გავიხსენოთ რა გააკეთა ამ კაცმა თუნდაც სამეწარმეო სფეროში.
როდესაც შევარდნაძე საქართველოს ხელმძღვანელობაში დაბრუნდა, 2004 წლამდე, ანუ როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იყო ჯართი.
საზღვარგარეთ ყველას ახსოვს ფოთში გამოშვებული სწრაფმავალი კომეტები.
აქ ეს ქარხანა ჯერ შევარდნაძის მრჩეველმა ბასილიამ ჩაიგდო ხელში, შემდეგ მეორე ბანდიტმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი დამფინანსებელია.
მთელი ეს წლები განადგურებისა და გაჩანაგების წლები იყო.
ეხლა დიდი გაჭირვებით გვიწევს ამ ყველაფრის უკან დატრიალება.
პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ბევრი მტკივნეული რეფორმის გატარება მოგვიხდა და ძალიან ბევრი ადამიანის გადაკიდება.
სულაც არ მიხარია, რომ 50 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა, იმიტომ რომ ისინი მუშაობდნენ პოლიციაში, საგადასახადოში.
ფოთში მთელი საბაჟო იყო თბილისური.
ტრაგედია იყო, რომ 20 ლარიანი მებაჟე დადიოდა თბილისდან ფოთში და მუშაობდა უფასოდ.
ამ ხალხს სააკაშვილი რომ ეზიზღება საერთოდ არ მიკვირს.
მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გადავდგით სწორი ნაბიჯი.
მიმაჩნია, რომ კორუფცია საქართველოში მოსაშორებელი იყო.
არანაირი ბოდიშის მოხდას ამაზე არ ვაპირებ.
ყოფილი მებაჟე, პოლიციელი, რაიკომის მდივანი დადის და აქტიურად ცდილობს საქართველოს უკან დაბრუნებას.
სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანები არიან დაზღვეული, ყველა ამ ადამიანს აქვს მინიმალური, მაგრამ სოციალური დახმარება.
ჩვენ გადავიტანეთ რუსეთის ემბარგო, რომელმაც ჩაგვიკეტა მთავარი ბაზარი. საქართველომ ამასაც გაუძლო.
ამ წელს ჩვენი ეკონომიკა 10 პროცენტით გაიზარდა.
ჩვენ გადავიტანეთ ჩვენი ხალხის გამოყრა რუსეთიდან და ჩვენ გადავიტანეთ რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია. აქ ამ კედლების წინ, 9 ფოთელს, მიუხედავად იმისა, რომ იყო დაბომბვის საფრთხე, არ შეუჩერებია მუშაობა.
მათ გმირულად გაწირეს თავი.
არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ უნდა გადავკეთოთ პორტები,
აეროპორტები, გზები იმიტომ რომ ჩვენ სკამები გვინდა, და იყო ეს 9 გმირი, რომელიც აქ იდგა, როდესაც ვეუბნეოდით, რომ რუსები ბომბავდნენ მთელ საქართველოს.
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვერასდროს ვერავინ მთელ საქართველოში ვერც გზები ვერ გადაკეტოს, ვერც რკინიგზის ბლოკადა ვერ გამოაცხადოს და ვერც სხვანაირად ვერ გაუმწაროს ჩვენ ხალხს ცხოვრება.
ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ თანამედროვე, ცივილიზებულ ევროპულ სახელმწიფოდ.
სენაკში მექანიკური ქარხანა გაიყიდა 70 ათას დოლარად.
მაშინ, როდესაც თითო ჩარხი ღირდა 3-4 მილიონი დოლარი.
გაყიდა ადგილობრივმა, ქრთამი მისცა ეკონომიკის სამინისტროში და ეხლა ის ხალხი, ვინც ამას ყიდდა, ჭკუას გვარიგებს.
შემდეგ ამ ხალხმა ამ ფულით იყიდა 50 ათასად ღირებული "მერსედესი" მრგავლაფრებიანი და 20 ათას დოლარად იყიდა სენაკის გამგებლობა.
ეს ფული თბილისში კანცელარიაში გადაიხადა, შევადრნაძის კაბინეტის ორი სართულით ქვემოთ.
აი, ამ დროში უნდათ ჩვენი დაბრუნება? ნურას უკაცრავად.
მახსოვს სამტრედიის რკინიგზის თვითბლოკადა, როდესაც ფოთი გააჩერეს. ჩემი მთავარი ვალდებულება არის ბატონ როლანდთან.
როდესაც არჩევნებზე აქ ჩამოვედი და გთხოვეთ მხარდაჭერა,
ამ კაცმა ჩამომართვა 4 პირობა. სამი პირობა შესრულებული მაქვს, 2 მაქვს შესასრულებელი.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს აქ ჩამოვიყვანთ ავტობანს თბილისდან.
იმ პირობებში, როდესაც 2011 წელს მოვიყვანთ გზას ფოთიდან ბათუმამდე და იმ პირობებში, როდესაც აქ ვქმნით თავისუფალ ზონას, ეს ზონა უნდა გახდეს ექსპორტიორი ამერიკის ყველაზე დიდ ბაზარზე.
ფოთი წარმომიდგენია ძალიან სხვანაირად.
ფოთში კეთდება გზები, გავაკეთეთ წყალსადენი და მას შემდეგ, რაც ყველა მილი დაივცლება, ყველა ოჯახში იქნება წყალი.
ფულის ნაწილი,რომელიც ეხლა მოდის ამერიკიდან მოხმარდება ფოთში გაზის შემოყვანას. ფოთს ექნება კანალიზაცია და კარგი კომუნიკაციები.
ოპოზიციაში როდესაც ვიყავი, ერთ-ერთი მიტინგი გვქონდა ფოთის თეატრში, სადაც შემოგვივარდა მაშინდელი მთავრობის მიერ გამოგზავნილი ბანდიტები, ზარანდია და მისი მეგობარი ბანდიტები, რომლებსაც სამეგრელო წინა მთავრობის მიერ გადაცემული ქონდა საძარცვავად. იქ იყო გუბერნატორი ჯიქია, რომელიც კაბინეტიდან გამოსული არ უნახავს არავის.
ზუგდიდს, წალენჯიხას, ხობს მართავდნენ ზარანდია, შენგელია და ძმანი მათი.
მე მაშინ ფოთის თეატრში დავპირდი ფოთელებს, რომ ფოთის თეატრი დაუბრუნდებოდა ტაძარს.
ჩვენი ამოცანაა, ხალხს მივცეთ საშუალება ისწავლოს ბაზრებზე გასვლა.
ევროკავშირთან გავხდით აღმოსავლეთპარტნიორობის წევრი. ევროკავშირს შეუძლია ეკონომიკურად დაგვეხმაროს და შეგვიშვას თავის ბაზარზე.
ჩვენ უახლოეს პერიოდში მოვაწერთ ხელს თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან. გადავალთ თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე.
ჩვენ მორგებული ვიავით რუსულ ბაზარზე. უნდა ვისწავლოთ მუშაობა.
1994 წლიდან 2004 წლამდე საქართველოდან გადიოდა უფრო მეტი ვიდრე ბრუნდებოდა.
ბოლო ხუთი წელია საქართველოში შემოდის უფრო მეტი, ვიდრე გადის. საქართველოში შობადობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს პოზიტიური.
ტელევიზიით მოვკარი ყური, ვიღაცამ თქვა დიდი ამბავი პოლიციას ფორმა ჩააცვესო.
ნურას უკაცრავად.
თუ ადრე ფოთელს პატრონი არ ყავდა არავინ მიიღებდა უნივერსიტეტში.
იურიდიულ ფაკუტლტეტზე ჩაბარება ღირდა 15-დან 25 ათას დოლარამდე. სამედიცინო ინსტიტუტშ ჩაბარება ღირდა 10-დან 25 ათას დოლარამდე.
დღეს ვინც ხმამაღლა ყვირის ამ მთავრობაზე, ამ 15 ათასს და 20 ათასს მისტირის.
ჩვენ შევცვალეთ განათლების სისტემა, შემოვიღეთ დაზღვევა.
დღეს მილიონზე მეტი ადამიანი სახელმწიფოს მიერ, უფასოდ არის დაზღვეული. ეხლა ვნახე, სენაკში ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უკეთებს ურთულეს ოპერაციას.
ჩვენ გავაკეთეთ იაფი დაზღვევა.
ამერიკაში რომ ჩავედი პირველ რიგში მოვიკითხე დაზღვევა.
იქ ავტომატურად ჯდები ამ ცხოვრების წესში. ჩვენ გიგისთან ერთად ბევრს ვმუშაობთ, რომ ჩვენც მივეჩვიოთ ასეთ ცხოვრებას.
საქართველოში ადვილი გახდა ბიზნესის კეთება.
მე რომ მთავრობაში მოვედი სამ დღეში ერთხელ ჰქონდა წყალი ქუთაისს.
ქუთაისის ზონა, რომელსაც ეგვიპტელებთან ერთად ვაკეთებთ ფოთს მოებმება და იქნება ერთი დიდი გზა.
ჩვენ ფოთში დავიწყეთ დიდი აეროპორტის მშენებლობა.
სამეგრელოში და იმერეთში საოცარი ტურისტული პოტენციალია.
გუშინ მე ტყიბულში ვხსნიდი ახალ გამამდიდრებელ კომბინატს.
ბონდო შალიკიანი დაპირდა ხალხს და მოატყუა.
ჩვენ ეს ქარხანა ავაშენეთ, ძალიან ლამაზი სანახავია. აქ გვყავს რამოდენიმე ჯგუფი, რომელიც მუშაობს.
40-50 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილია, ეს ჰიდროელექტროსადგური, პრაქტიკულად, ენგურის მაშტაბის მშენებლობაა.
ფარავანზე უკვე დაიწყო მშენებლობა. მეორეს ვიწყებთ მტკვარჰესს.
აჭარაში დავიწყეთ ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა.
პატარა ჰესი შენდება გურიაშიც.
ეს არის საოცარი პესრპექტივის მქონე მხარე.
ეხლა ჩვენ გვჭრიდება ბევრი მუშაობა. მუშაობა იმაზე, რომ ინვესტიციები ჩაიდოს.
თქვენ როგორ გგოანით პენსიებს და ხელფასებს რითი გავცემთ?
გზებს რითი ვაგებთ, არხებს რითი ვწმინდავთ?
იმისათვის,რომ მეტი ფული ჩაიდოს, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა სიმშვიდე და განვითრება.
ქვეყანას არ სჭირდება სამჯერ ჩატარებული არჩევნები, გადატრიალების მცდელობები, მუდმივი მუქარა, რომ ჩვენ ამას ავაფეთქებთ.
ამით მთავრობას კი არა,ხალხს ურტყავენ. გილაური გაივლის და მეორე მხრიდან შევა კანცელარიაში, ხალხს აკლებენ შემოსავალს.
ჩვენ გვესმის ხალხის გაჭირვება, მოუთმენლობა, მაგრამ ყველას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა.
ქვეყანას სჭირდება დიალოგი და ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები.
არ შეიძლება შენი მოქალაქე ისე დაამცირო, რომ ყოველდღე 40-50 ლარს უხდიდე იმისათვის, რომ ერთი ღამე გაათიოს გალიაში .
იმ ხალხს ხომ უჭირს.მე მათ არ ვამტყუნებ.
შენ ნუთუ არ გაქვს იმის პასუხისმგებლობა, ვისგან იღებ ფულს ეს ყველამ კარგად იცის და მერე რაში დებ ამ ფულს.
აჭამე და გაუშვი სახლში და შენი მადლიერი იქნება.
ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანის სტაბილურობაშია."- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესამსახური