საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9-10 ივნისს ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრება, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომას დაესწრება.
სანკტ-პეტერბურგში ჩასვლისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედარეციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დახურულ კარს მიღმა შეხვდება.
10 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტი გაიხსნება. მიხეილ სააკაშვილი დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრას კონსტანტინეს სასახლეში დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დეგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბატონ გურბანგული ბერდიმუხამედოვთან.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური