დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ტონი ბლერს

7/17/2005

შეძრწუნებული ვარ დღეს, ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო. ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე მდგომი ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეები.

დემოკრატიული ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ უნდა დაირაზმონ და მას ერთობლივი ძალებით შეუტიონ. ჩვენ ბრიტანეთის ხელისუფლებისა და ბრიტანელი ხალხის სამსახურში ვდგავართ და მზად ვართ საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის სახელით ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს ღრმა მწუხარებას ვუცხადებ.

პატივისცემით,

მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური