Google+

რელიზები

03.02.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე მიიღო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოში მთავრობისა და ოპოზიციის თანამშრომლობით ევროპული ტიპის დემოკრატიული კონსტიტუცია უნდა შეიქმნას. საუბრისას, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ თბილისში მნიშვნელოვანი მიზნებით მოიწვიეს. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაზე 1993-94 წლებიდან მუშაობს და მიაჩნია, რომ დროა, საბოლოო ვარიანტი ჩამოყალიბდეს, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს დაბრკოლების გარეშე მუშაობის საშუალებას მისცემს.

"ძალიან კარგი გამოცდილებაა, ვიმუშაოთ თქვენთან ამდენი წლის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ კონსტიტუციის ახალი რევიზია, რომელიც უფრო დაბალანსებული იქნება. მთავრობის და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობებში შევქმნით ევროპული ტიპის დემოკრატიული კონსტიტუციას - ხელისუფლებათა შტოებს შორის მეტი თანასწორობით, უფრო ძლიერი პარლამენტით, მთავრობის მუდმივი ანგარიშვალდებულებით ხალხთან. ჩვენ დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს გამოცდილებას და რჩევებს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოსთვის, მით უმეტეს, რომ რეფორმების ახალ ეტაპზე გადავდივართ. ამიტომ გვჭირდება უფრო დაბალანსებული და მეტი შედეგის მომტანი დოკუმენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჯანი ბუკიკიო მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, ეს დროულად უნდა გაკეთდეს, თუმცა ზედმეტი აჩქარების გარეშე.

"სწორედ ამიტომ დავიწყეთ ოპოზიციასთან თანამშრომლობა და ამის შესახებ თქვენც განაცხადეთ. ყოველივე ამის მიღწევა ბოლო 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, ქვეყანაში განხორციელებული სწრაფი რეფორმებით. საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორუფციის დაძლევის მხრივ და ნომერ პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესგარემოს თვალსაზრისით. უდავოა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ გვჭირდება პროგრესი და უფრო ფართოდ განვაგრძობთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)